Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ოფთალმიჯი“-ს საქველმოქმედო აქცია

7 December, 2017

„ოფთალმიჯი“-ს საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში - სამედიცინო ცენტრის ექიმებმა უფასო გამოკვლევა ჩაუტარეს სოფელ საქობოში  მცხოვრებ მოსახლეობას. აქცია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. გასინჯვა და სათანადო კონსულტაცია ჯავრიშვილის კლინიკის ექიმებმა 100-მდე მოქალაქეს გაუწიეს. აქციის მსვლელობისას ადგოლობრივ მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია შეხვდა.

ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის სამედიცინო საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება.

ფოტო ალბომი


Share page