Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

13 December, 2017

დღეს, 2017 წლის 12 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის; სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების 2018 წლის სავარაუდო ბიუჯეტი და განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. საკრებულოს წევრებმა დეტალურად განიხილეს თითოეული ა(ა)იპ-ის სამოქმედო გეგმა და ბიუროს წევრებს წარუდგინეს განსახილველად. დღესვე გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელზეც გაგრძელდა აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა. საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სასაზღვრო რაიონია და კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეეცადონ ღირსეულად უპასუხონ ამ გამოწვევას.

ფოტო ალბომი

Share page