Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ბაღებში ახალი სტანდარტების შესახებ იმსჯელა

28 November, 2019

 

ჰიგიენა, კვების რაციონი, აღმზრდელების კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წესები - ეს ახალი  რეფორმის სტანდარტებია, რომელთა შემუშავებაზე     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა  და ამ დაწესებულებებში ჯგუფების რაოდენობის განსაზღვრაზე მომუშავე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მერიის შესაბამისი  სამსახურის და  ა(ა)იპი  საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.

 

 

დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის სალომე ღონღაძის  თქმით, რეფორმა  ხუთი მთავარი საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს. ესენია: აღმზრდელების კვალიფიკაცია  და ცვლილებები აღზრდა–განათლების, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ ტექნიკური ბაზის, კვების და ჰიგიენის ჯანდაცვა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

მისივე  განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე  დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ  იმსჯელებენ.


 

 

Share page