ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი  ლელა კურტანიძე - 599021267 


 

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას.
  • ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
  • მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას.
  • ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე.
  • ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და წინადადებების მომზადებას.
  • დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას.
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე.
  • წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე.
  • წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
  • მონიტორინგს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე.
  • მონიტორინგს და კონტროლს, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე.
  • მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას.
  • ქუჩებისა და მოედნების სახელდების თაობაზე წინადადებების მომზადება. რ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
  • მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას, შედეგების გამოვლენას და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვას.
  • მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა- პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას.
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
  • საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას.
  • მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას.
  • მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას.
  • მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის დებულება

Share page