ევროკავშირის ელჩი საქართველოში ლაგოდეხს ეწვია.

17 ივნისი, 2017

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ლაგოდეხს ეწვია. იონოშ ჰერმანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა. მათ შორის მარწყვის სათბური ნინგორში და დენდროლოგიური პარკი ლაგოდეხში. ელჩმა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდებარე ტეროტირიაზე წიგნის კაფე და ტერასა ოფიციალურად  გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და  ლაგოდეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) წევრები დაესწრნენ.

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ENPARD-ის მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების შეფასებას უკავშირდება.

ვიზიტის დასასრულს ელჩი “ლაგოდეხის მეგობრის” სტატუსით დაჯილდოვდა .

ფოტო ალბომი


გააზიარე