გამწვანების აქცია ვარდისუბნის საბავშვო ბაღში

17 April, 2018

ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლების ინიციატივით დაგეგმილ გამწვანების აქციას, მუნიციპალიტეტის მერი - ჯონდო მდივნიშვილი მოადგილე - ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად შეუერთდა.

ღონისძიებაში საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, აღმზრდელები და მშობლები  მონაწილეობდნენ. ბავშვებმა უფროსებთან ერთად საბავშვო ბაღის ეზოში 30-მდე მწვანე ნარგავი დარგეს. დღესვე ჯონდო მდივნიშვილმა ვარდისუბნის საბავშვო ბაგა ბაღის აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები გადასცა.

„გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურად იგეგმება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბავშვო ბაღში. ჩემთვის სტიმულია როცა ბავშვებთან ერთად ვრგავ ხეებს და მათთან ერთად ვიღებ მონაწილეობას საბავშვო ბაღის ეზოს გალამაზებაში“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

გააზიარე