ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი ქადაგიშვილის სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხში

19 ივლისი, 2017

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა--გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

სახელმწიფო რწმუნებული   ლაგოდეხის  გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრას  რეგიონის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

  ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში  მოქალაქეთა მიღებაც გამართა. გუბერნატორს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით 20-მდე მოქალაქე შეხვდა. 

კახეთის გუბერნატორი აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

ფოტო ალბომი

 

გააზიარე