ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ქ. ლაგოდეხის სამხატვრო სკოლა

სამხარვტო სახელოვნებო სკოლა დაფუძნდა 2007 წლის ივლისში. დღეის მდგომარეობით სკოლაში ირიცხება 36 მოსწავლე და მუშაობს 4 პედაგოგი.
სკოლას ხელმძღვანელობს განყოფილების გამგე შორენა გრიგალაშვილი.

2016 წელს ქ. ლაგოდეხის სამხატვრო სკოლის  25-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა პროექტში „გლობალური ხელოვნების ნიმუშთა გაცვლითი პროგრამა“. მათი ნამუშევრები გაგზავნილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ანალოგიურად გამოგზავნილ იქნა სხვადასხვა ქვეყნების ბავშვთა ნამუშევრები. 
     2016 წლის   18  აპრილს ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო (სამხატვრო) სკოლაში  ანიმაციის შესწავლის და პოპულარიზაციის მიზნით ქ. თბილისიდან ჩამოსული სტუმრების დახმარებით ჩატარდა ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ეკოთოფუზი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლელებმა. 
   2016 წლის 18 ნოემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას ახლადგარემონტებული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა.    


გააზიარე