ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლა

განყოფილების გამგე: ლეილა ალიბეგაშვილი

სკოლის ბაზაზე შექმნილია ბიჭუნათა ანსამბლი, რომელთაც ბევრ წარმატებას მიაღწიეს საქართველოსა  და საერთაშორისო ფესტივალებზე.  ფორტეპიანოს  განხრით მოსწავლეები  სისტემატიურად ღებულობენ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას. 
   `სახელოვნებო სკოლების გაერთიანების~ მიზანია მისცეს მოსწავლეებს სამუსიკო და სამხატვრო განათლება, შეუქმნას მსმენელებს შესაბამისი პირობები, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებისა და კულტურული მემკკვიდრეობის შესწავლისათვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს ნიჭიერ და განსაკუთრებული უნარ-ჩვევების მქონე მსმენელების მოძიება და მათთან შემოქმედებითი მუშაობის ჩატარება. 
   `სახელოვნებო სკოლების გაერთიანება~ აცნობს და აყვარებს  მსმენელებს ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს. იგი ცდილობს კონკურსების, ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მსმენელები, განუვითაროს  მათ მრავალმხრივი ნიჭი, გაუზარდოს მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი ინტერესი, დაეხმაროს ახალგაზრდობას უკეთ გაეცნონ საქართველოსა და მსოფლიო ხელოვნების კულტურულ ტრადიციებს.  
    2016 წლის 18 ნოემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას ახლადგარემონტებული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. დარბაზი გახსნეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დეპუტატმა, გახსნაზე წარმოდგენილ იქნა კლასიკური მუსიკის შედევრები,

სახელოვნებო სკოლის ახალი დარბაზის გახსნა (სრული ვერსია)  

მომავლის ვარსკვლავები

პედაგოგ: ნინო მესხიშვილი

1. ნიკოლოზ ზედელაშვილი
 2.  საბა ჯავშანაშვილი 
 3. იოსებ ბლიაძე 
 4. ბექა შაიშმელაშვილი 
5. გიგი ბახტაძე  
6. გიორგი ზუბიტაშვილი 
7. გიორგი ჯავშანაშვილი 
8. ერეკლე თურქაძე 
9.  ლაშა მეტრეველი 
10. ლიკა გელაშვილი 


     2015 წლის მაისში ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა ანსამბლმა და საფორტეპიანო განყოფილების VIIკლასის მოსწავლე ცაგო კაპანაძემ (პედ. მათიაშვილი) მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისში მაისის თვეში კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კლასიებში მუსიკის (ხელოვნების) მე-8 რესპუბლიკურ და მე-4 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, `მომავლის ვარსკვლავები~-2015. ხოლო 2015 წლის სექტემბერში ხელოვანთა კავშირი `ხელოვნების მომვლისათვის~ მე-4 საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალში, რომელიც გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის ქ. მარმარისში, როგორც მომავლის ვარსკვლავების~ ლაურეატებს წილად ხვდათ მონაწილეობა მიეღოთ ქ. ლაგოდეხის ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლს, საიდანაც ჩამოვიდნენ როგორც საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები, ხოლო სკოლა დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.
     2016 წლის 14-15 მაისს ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირი - `ხელოვნები მომავლისათვის~ კლასიკური მუსიკის მე-9 რესპუბლიკური საიუბილეო საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი `მომავლის ვარსკვლავები~-2016, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა ანსამბლმა  და უკვე მეორედ მიენიჭათ ლაურეატის წოდება. Aამავე ფესტივალში მონაწილეობა მიიღო  VII კლასის მოსწავლემ თათია ზარიძემ (პედ. ლ. ალიბეგაშვილი), რისთვისაც  მიენიჭათ  ლაურეატის წოდება. 
   ამავე დღეებში ქ. თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში  გაიმართა საქართველოს საგუნდო საზოგადოების საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო საზოგადოების II ეროვნული კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლამ. Mმონაწილეებმა დაიმსახურეს III ადგილი და დიპლომები.

გააზიარე