ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქორეოგრაფიული ანსამბლი ლაკვასტა

ხელმძღვანელი: ამირან არჩვაძე

1977  წელს შეიქმნა ლაგოდეხის კულტურის სახლთან არსებული ქართული ხალხური ცეკვების, ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლი,  რომელიც მონაწილეობას იღებდა რაიონულ და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებზე.       

1988  წელს ამ ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი „ლაკვასტი“ ამირან არჩვაძის ხელმძღვანელობით, ამჟამათ „ლაკვასტის“ ორი ანსამბლი ფუნქციონირებს, ბავშვთა და 18-წელს ზემოთ ასაკის. ბავშვთა ანსამბლს აქვს „სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის“ წოდება. 18-წელს ზემოთ ასაკის ანსამბლმა წარმატებით გაიარა სერთიფიცირება და კახეთის  რეგიონში ერთადერთ ანსამბლ „ლაკვასტს“ მიენიჭა სერტიფიკატი. ასევე აქვს მიღებული პირველი ხარისხის დიპლომი, პრეზიდენტის პრემია, ფულადი ჯილდო და სხვადასხვა პრიზები.
თურქეთში ქალაქ ტარსუსში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ანსამბლ „ლაკვასტმა“ მოიპოვა „გრანპრი“.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ, კახეთის რეგიონში შერჩეული იყო ანსამბლი „ლაკვასტი“ და მათი დაფინანსებით იმყოფებოდა საფრანგეთის იონის დეპარტამენტში „კახეთის კულტურის დღეები“ ღონისძიებაზე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
შვეიცარიის ურთიერთ დახმარებისა და განვითარების ფონდის დაფინანსებით იმყოფებოდა შვეიცარიაში ფესტივალზე. სადაც წერილობითი მადლობა და გრანპრი დაიმსახურა, საუკეთესო შემოქმედების ჩვენებისათვის. ამავე ფონდმა 18-წელს ზემოთ ასაკის ანსამბლს გაუკეთა სარეპეტიციო დარბაზი, ამირან არჩვაძის თანა დაფინანსებით.
ჰოლანდიის საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ანსამბლის რეპეტიციის ნახვის შემდეგ, ანსამბლს შეუძინა აპარატურა და მათვე მიიწვიეს ჰოლანდიაში ადგილზე დაფინანსებით.
ბავშვთა ანსამბლი „ლაკვასტი“ არის მრავალგზისფესტივალების ლაურეატი, საქართველოს მაშტაბით კონკურს-ფესტივალზე Folk STAR-ი აიღო ვერცხლის მედალი, ცეკვა „რაჭული სიუიტა“, ახალი ინტერპრეტაციისათვის. ბათუმში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაიმსახურა გრანპრი.
ანსამბლი „ლაკვასტის“ ხელმძღვანელმა, აღადგინა და სცენას დაუბრუნა 13-14 საუკუნეებში მივიწყებას მიცემული ცეკვა, კახური ფერხული „შავლეგო“ , რომელიც შეფასებულია, როგორც ბრწყინვალე კომპოზიცია და მიღებული აქვს მრავალჯერ სპეციალური პრიზი გამორჩეულად კარგი ქორეოგრაფიული ნიმუშისათვის. ანსამბლი „ლაკვასტი“ იმედის ტელევიზიამ გადაღო გია ჯაჯანიძის შოუში, სადაც კახეთზე იყო გადაცემა. მათი შეფასებით „ლაკვასტი“ არის ყველაზე სერიოზული და საინტერესო ანსამბლი კახეთში.
ანსამბლი „ლაკვასტი“ კონკურს-ფესტივალებში ყოველთვის იღებს საპრიზო ადგილს.
ანსამბლ „ლაკვასტის“ ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან არჩვაძე

გააზიარე