ლაგოდეხის ექვს სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

8 May, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სოფელ გელათში, განათლებაში, ბაისუბანში, პატარაგორში და ზემო და ქვემო მსხალგორში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ენერჯი ინვესტი“ ახორციელებს.    გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  კახა ჯამბურიამ დაათვალიერა  და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადად 190 დღე აქვს განსაზღვრული.


გააზიარე