ლაგოდეხში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

26 April, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ის დაფინანსებული პროექტები იქნა განხილული, რომელიც მიმდინარე წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება მუნიციპალიტეტში. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ფონდის, სამოქალაქო განვითარების ასოციაციის და ქეა საერთაშორისო კავკასიაში წარმომადგენლები დაესწრნენ. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა 12 დაფინასებული პროექტის პრეზენტაცია მოისმინა და შეაფასა.

ფოტო ალბომი


გააზიარე