ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში საშობაო ალილო გაიმართა

8 იანვარი, 2019

     შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ლაგოდეხში ტრადიციული ალილო მოეწყო , მსვლელობა ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოდან დაიწყო და თავისუფლების, ვაშლოვნისა და 26 მასისის ქუჩების მიმართულებით გაგრძელდა. მსვლელობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც შეურედნენ . ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობა ნობათი გადასცეს.  შეგროვებული ნობათი, ლაგოდეხში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა. ლაგოდეხში საშობაო მსვლელობა ალილო ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით მოეწყო.   ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.მისი აღნიშვნა ლაგოდეხში ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა

 

გააზიარე