ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლელიანის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს

11 ივლისი, 2017

სოფელ ლელიანში  შიდა გზის  რეაბილიტაცია-მშენებლობას  ტენდერში გამარჯვებული შპს “ლაგოდეხგზა“ განახორციელებს .  საავტომობილო გზის   რეაბილიტაციიამდე კი  სოფელში  სასმელი წყლის მაგისტრალის მოწესრიგებას კომპანია „მოზაიკა“ უზრუნველყოფს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრამდე  დასრულდება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად   ადგილობრივ მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი მოსაზრებები  პროექტების შესახებ ადგილზე მოისმინეს.

ფოტო ალბომი


გააზიარე