ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ლელიანის სახელოვნებო სკოლა

ლელიანის სახელოვნებო სკოლა დაფუძნდა 2007 წლის ივლისში. დღეის მდგომარეობით სკოლაში ირიცხება 36 მოსწავლე და მუშაობს 6 პედაგოგი.
სკოლას ხელმძღვანელობს განყოფილების გამგე მანანა გომურაშვილი.


2016  წლის 1 ივნისს ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ეზოში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა გუნდების ზეიმი. პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით მოირთო ეზო სადღესასწაულოდ, სადაც  ლელიანის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ბ-ნ ი. შიოლაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავჯდომარეები, მათი მოადგილეებით და ადგილობრივი ხელისუფლება, რაც ერთგვარი სტიმულია მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის.


2016 წლის 26 ნოემბერს სოფ. ლელიანის სახელოვნებო სკოლამ ჩაატარა გასვლითი ღონისძიება – მოსწავლეები წაიყვანა ქ. თბილისში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც დაესწრნენ ბალეტს `წუნა და წრუწუნა~ ნ. ანანიაშვილის და გ. მარდინიას ქორეოგრაფიით.
გააზიარე