მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივა-უფასო სამედიცინო გამოკვლევა
ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ფრანგული სამედიცინო ცენტრის ,,კახეთი-იონის“ მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგი სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევით:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი (ასაკი: 40-70წ.)
- საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ( ასაკი: 25-60წ.)
- კოლო-ტესტი (ასაკი: 50-70წ.)
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა.
დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ
15 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:
ქ.ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა #25, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით.
საკონტაქტო პირი: მანანა გელაშვილი, ტელ: 577 08 05 04