ნოვრუზ ბაირამობა კაბლის თემში

22 მარტი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ კაბალში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. კახა ჯამბურიამ ლაგოდეხში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.


გააზიარე