საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  და  განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ქ. ლაგოდეხის № 3 საჯარო სკოლის  მოსწავლეებს და პედაგოგებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.       წელს ლაგოდეხის  საჯარო სკოლებში 579  პირველკლასელია რეგისტრირებული. ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდენენ.   პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ პირველკლასელების დამრიგებლებსაც.
 ასევე, 2017 სასწავლო წელს უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ.   ახალი სასწავლო წლის დაწყება  სოფელ კართუბანის და კაბალის № 1  საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

ფოტო ალბომი


გააზიარე