საქართველოში იაპონიის ელჩის ვიზიტი ლაგოდეხში

2 May, 2017

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა  საქართველოში ტოშიო კაიტანიმ   იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა  უსაფრთხოების პროექტი“-ს ფარგლებში რაებილიტირებული ლაგოდეხის № 1 საბავშვო ბაღი გახსნა. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი იაპინიის სალჩოსა და საქართველოს სამოქალაქო განვითრებას შორის გასულ წელს მოეწერა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-ს დაფინანსებით მოხდა ბაღისთვის ახალი ინვენტარის შეძენა.    საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მთავრობისა  და პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტო ალბომი


გააზიარე