ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

31 დეკემბერი, 2018

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ, 2019 წლის ლაგოდეხის უნიციპალიტეტის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გიორგი მანგოშვილმა წარადგინა.

 ბიუჯეტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას,მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვას. ასევე, კვლავ პრიორიტეტულია და იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება.

2019 წლის ადგილობრივი მთავარი ფინანსური დოკუმენტი 11.011.300 ლარით განისაზღვრა.

გააზიარე