ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში

23 დეკემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით დღეს, სოფელ აფენის ამბულატორიის შენობაში სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  აქცის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ ,,ენმედიცი“-ს კვალიფიციურმა  ექიმებმა  ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ანგიოლოგის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური უფასო სამედიცინო კვლევები  და კონსულტაციები გიორგეთის, აფენის, ლელიანის და  არეშფერნის თემის მოსახლეობას გაუწია.  სამედიცინო ცენტრ ,,ენმედიცი“-ს წარმომადგენლის ნანა მახარაძის  თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ამისთვის,   სამედიცინო ცენტრი მერიასთან  მომავალშიც ითანამშრომლებს .


გააზიარე