სოციალურად დაუცველი ოჯახს გაზის გამათბობელი გადაეცა

17 თებერვალი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მრავალშვიალიან ოჯახს ,სოკარ ჯორჯია გაზისა,, და კომპანია ,,ერმის,, ერთობლივი პროექტის   ფარგლებში  გაზის გამათბობელი უფასოდ   გადაეცა.

მამედოვების სოციალურად დაუცველი ოჯახი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად პირადად მონახულეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა და კახეთის გუბერნატორმა. 

პროექტი კახეთის მასშტაბით პირველი იანვრიდან დაიწყო და არსებული ინფორმაციით  მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება .  


გააზიარე