სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე ბილბაოში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე ბილბაოში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაემგზავრა, სადაც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
სამდღიან კონფერენციაზე, რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად, ,,ათეა“-ს ვიცე - პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარდგება.
დელეგაციის შემადგენლობა, ასევე რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და სხვადასხვა თემების განხილვის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია - "თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა" 13 ივნისს დასრულდება