,,თევდორობა" სოფელ ლელიანში

26 თებერვალი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში სოფლის ტრადიციული დღესასწაული ‘’თევდორობა’’ აღინიშნა. წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. ტაძრის ეზოში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებები  გაიმართა.

დღესასწაულზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, საქართველოს ქართული ჭიდაობისა და კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის  წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა  ლელიანის მოსახლეობას დღეობა მიულოცა.

გამარჯვებული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა  მედლებით, თასით და სიგელებით დააჯილდოვა. სოფელ ლელიანში ‘’თევდორობა’’ აღდგომის დღესასწაულამდე შვიდი კვირით ადრე აღინიშნება.

ფოტო ალბომი


გააზიარე