ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ვარდისუბნის სახელოვნებო სკოლა

ვარდისუბნის  სახელოვნებო სკოლა დაფუძნდა 2007 წლის ივლისში. დღეის მდგომარეობით სკოლაში ირიცხება 18 მოსწავლე და 3 პედაგოგი.
სკოლას ხელმძღვანელობს განყოფილების გამგე ეკა კაპანაძე.
 


2016 წლის 1 ივნისს ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ეზოში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა გუნდების ზეიმი პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით მოირთო ეზო სადღესასწაულოდ, სადაც ვარდისუბნის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. შესრულებული იქნა საგუნდო სიმღერები, ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ბ-ნ ი. შიოლაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავჯდომარეები, მათი მოადგილეებით და ადგილობრივი ხელისუფლება, რაც ერთგვარი სტიმულია მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის.
2017 წლის 7 მარტს ვარდისუბნის სახელოვნებო სკოლამ ჩაატარა მიძღვნილი დედის დღისადმი კონცერტი. კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ერთობლივად მორთეს საკონცერტო ოთახი ყვავილებით და ბუშტებით. კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ დედები და ბებიები, გაერთიანების დირექტორი ქ-ნ ნ, კობერიძე და სპეციალისტი სასწავლო დარგში ქ-ნ ნ. როინიშვილი. დასასრულს ბავშვებმა პატარა ყვავილების თაიგულები დაურიგეს მოწვეულ სტუმრებს.
გააზიარე