ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვახტანგ გორგასლის ორდენი ორ მებრძოლს გადაეცა

26 იანვარი, 2017

გარდაცვალებიდან 25 წლის შემდგომ, ვახტანგ გორგასლის ორდენით სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისთვის,

ლაგოდეხელი მებრძოლები ბადრი კაპანაძე და თამაზ გელაშვილი დაჯილდოვდა. სახელმწიფო ჯილდო ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ

აფხაზეთის ომში გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებს გადასცეს. აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში, საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის,

13 თვის მანძილზე გრძელდებოდა.


გააზიარე