ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი ,,ჰერელი გოგონები

ანსამბლი "ჰერელიგოგონები" შეიქმნა ქ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურისცენტრის ბაზაზე 2006 წელს ბერდო ყორღანაშვილისხელმძღვანელობით.  ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა- ლიკა ბატიაშვილი, მარიამ ნანობაშვილი, თინათინ ტაბატაძე, სალომე ყორღანაშვილი, სოფია ქადაგიძე, თათია თამაზაშვილი. დაარსების დღიდან ანსამბლი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალზე საქართველოს და მისფარგლებს გარეთ.

2009 წელს ანსამბლი გაემგზავრა ქ. ბერლინში MMTV ბერლინის მიერ გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც დაიმსახურა ლაურეატის ტიტული.

2010 წელს ანსამბლმა მონაიწილეობა მიიღო "Junior Eurovision"--ის შიდა შესარჩევ კონკურსში, სადაც მაყურებელთა წინაშე ფინალისტებად წარსდგნენ დასკვნით კონცერტზე თბილისი ევენთჰოლში.

2011 წელს გოგონებმა "The talent Show"--ს ქართული ვერსიის, პროექტ "ნიჭიერის" შესარჩევკონკურსში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალისტებად წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე. 

2012 წელ სანსამბლმა ტურნე გამართა კახეთის მასშტაბით ევროვიზიის 2012 წლის საქართველოს წარმომადგენელთან ანრი ჯოხაძესთან ერთად. ამავეწელს "ჰერელი გოგონები" მიწვეული იქნენ რუსეთში, ქ. ეკატერინბურგში IV საერთაშორისო კონკურსში "დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი", ჯგუფმა გამგზავრება ვერმოახერხა 2012 წელს, სამაგიეროდ, 2014 წელს, ხელახალი მიწვევის საფუძველზე, "ჰერელმა გოგონებმა" მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ფესტივალზე და 16 ქვეყნიდან დაიკავეს მეორე ადგილი. მათჩამოიტოვეს ისეთი ქვეყნები, როგორებიცარიან ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ინდოეთი, პოლონეთი და ა.შ

2014 წლის დასაწყინში,  კულტურის სამინისტრომ "ჰერელი გოგონები"  დააჯილდოვა ინსტრუმენტების სრულიმოწყობილობით. კულტურის სამინისტრომ მსგავსი სახის პროექტი მხოლოდ რამოდენიმეჯერ განახორციელა და მათ შორის ერთერთი გახლდათ მოცემული ფაქტი. 

ამავე წელს გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის დანიშვნის ღონისძიებაში, სადაც მიწვეულნი იყვნენ სოფო ბედია, თემურწიკლაური, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" და ა.შ


აგვისტოსთვის დასაწყისში კი თელავში, ნადიკვარზე გაიმართა ინსტრუმენტალური ჯგუფების კონცერტი, სადაც მონაწილეობას გოგონებთან ერთად კიდევ ორი ინსტრუმენტალური ჯგუფი იღებდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა გოგონების, რის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა აქტივობა მათ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე ინტერნეტ სივრცეში. 


ანსამბლი ჟანრობრივად ძალზედ მრავალფეროვანია. ძირითადი მიმართულებებია-ეროვნული ფოლკლორი, როგორცპირველყოფილი, ასევე გათანამედროვებული ვარიანტებით, საერთაშორისო პოპი, ჯაზი, როკი, სოული.  გოგონები ფლობენსხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს, მათშორის ეროვნულ საკრავებს.

ჰერელი გოგონები  ,,კახეთის ვარსკვლავები" -ვიდეო

 

 

 

გააზიარე