ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

გამგებლის 2016 წლის ანგარიში

                                                                                                                                                                    

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო ჯამბურია

           საანგარიშო პერიოდი - 2016  წლის 01. 01. - დან  2017  წლის 01. 01 - მდე.

  • ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) რიგითი

    I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

 

1. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

      საანგარიშო პერიოდში, ორჯერ გამოცხადდა კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, ხოლო ერთხელ ჩატარდა ატესტაცია გამგეობის მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, რის შედეგადაც მოწესრიგდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა.

    საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების - 24 პროექტი, აქედან დამხმარე მოსამსახურეებთან დადებული იქნა - 13 ხელშეკრულება, ხოლო შტატგარეშეებთან - 11  ხელშეკრულება.

   

2. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობები:

      ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები.   

 

3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში

 

     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის  ბიუჯეტი განისაზღვრა 14.299.700 ლარით.

     2016 წლის შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით (1.975.200 ლარი) განისაზღვრა 12.324.500 ლარით, შესრულებამ შეადგინა 12.660.700 ლარი.

        მათ შორის:

  1. გადასახადების გეგმა იყო 1.686.243 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.100.422   ლარი.
  2. სხვა შემოსავლების  გეგმა იყო 506.800  ლარი, შესრულებამ შეადგინა  527.711  ლარი.
  3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გეგმა განისაზღვრა 10.108.713                       ლარით, შესრულებამ შეადგინა 9.989.012  ლარი.
  4. არაფინანსური აქტივების კლების გეგმა იყო 22.700  ლარი, შესრულებამ  შეადგინა  43.560 ლარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლისგადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო     14.299.700  ლარი. შესრულებამ  შეადგინა 13.119.534 ლარი,  ხარჯების გეგმა შესრულდა  92 %-ით.

მათ შორის:

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ხარჯების გეგმა იყო 585.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 544.106 ლარი და ხარჯების გეგმა შესრულდა 93 %-ით.
  2. მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის  ხარჯების გეგმა იყო 2.057.900 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.836.074 ლარი. გეგმა შესრულდა 89 %-ით.
  3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 125.000  ლარი, შესრულებამ შეადგინა 103.207 ლარი. გეგმა შესრულდა 83 %-ით.
  4. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის ხარჯების  გეგმა იყო 6.972.600 ლარი. შესრულებამ შეადგინა 6.229.314 ლარი. გეგმა შესრულდა 89 %-ით.
  5. საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.652.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.645.525 ლარი. გეგმა შესრულდა 100 %-ით.
  6. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.469.300 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.412.471 ლარი. გეგმა შესრულდა 96 %-ით.
  7. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების გეგმა იყო 1.417.900 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.348.722 ლარი. გეგმა შესრულდა 95 %-ით.

 

4. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში

 

     ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების და სტატისტიკის განყოფილებამ გარკვეული მუშაობა გასწია 2016 წლის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი და გადმოცემულია  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შემდეგი უძრავი ქონება: ქ.ლაგოდეხში ქიზიყის ქუჩაზე მდებარე სკვერი, სოფ. კაბალში მდებარე 9147,9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნელო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სოფ. ქვემო გურგენიანში მდებარე სპორტული კომპლექსი, ქიზიყის ქუჩა N25-ში მდებარე შენობის 52,37 კვ.მ ფართი (ყოფილი არქივის ფართი), სოფ. ჭიაურში მდებარე 6009 კვ.მ სკვერი და 16491 კვ.მ ყოფილი სტადიონი, ასევე სოფ. ჭიაურში 71183 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად. ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი, სოფ. ვარდისუბანში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და ზაქათლის ქუჩაზე მდებარე შენობაში არსებული ყოფილი საჯარო რეესტრის ფართის გადმოცემასთან დაკავშირებით.

       სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზაქათლის ქუჩაზე მდებარე 66 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში სსიპ - იუსტიციის სახლისათვის გადაცემის მიზნით. ასევე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი იქნა ქ. ლაგოდეხში ჰერეთის ქუჩაზე მდებარე 2000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 54.01.53.316), სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, სახანძრო-სამაშველო სამსახურისათვის  ახალი თანამედროვე ტიპის შენობის აშენების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით განყოფილების მიერ მომზადებულ იქნა საკითხი და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საკრებულოს. ასევე მომზადებული იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 28 საცხოვრებელი სახლის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

      სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის მიზნით გადაცემული იქნა: ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაზე" სოფ. მაწიმის, საქობოს, ვარდისუბნის, გიორგეთის და აფენის საბავშვო ბაღები; ა(ა)იპ "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრზე" გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 5 ოთახი; ა(ა)იპ "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრზე"  გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის პირველი სართულზე არსებული 3 ოთახი; შ.პ.ს."კეთილმოწყობაზე" გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზრის ტერიტორია; სოფ.დავითიანის საჯარო სკოლის მიერ, თხოვების ფორმით უსასყიდლო სარგებლობით გადმოცემული იქნა სკოლის შენობის 50 კვ.მ ფართი. სასყიდლიანი ფორმით გაცემულია: სოფ. სვიდების, სოფ. ფონისა, სოფ. ხეჩილის, სოფ. ცოდნისკარი, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. აფენისა და ლელიანის მოსახლეობაზე 8 სასოფლო-სამეურნეო ს(საძოვარი) დანიშნულები მიწის ნაკვეთი. ასევე სასყიდლიანი ფორმით გაცემულია ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდ ,,სიკეთე ჩვენს ხელშია"-ზე კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 1 ოთახი.

     საანგარიშო პერიოდში განყოფილების მიერ გარკვეული მუშაობა იქნა გაწეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასყიდლიანი ფორმით გაცემული ქონების საიჯარო ქირების ამოღების საქმეში. წლის განმავლობაში სასყიდლიანი სარგებლობით გაცემული ობიექტებიდან ამოღებულია საიჯარო ქირა 23528 ლარი, ხოლო მიწების სასყიდლიანი სარგებლობიდან ამოღებულია 17024 ლარი. სულ წლის განმავლობაში ამოღებულმა საიჯარო ქირამ შეადგინა 40552.

    სერიოზული ყურადღება ექცევა მოქალაქეთა განცხადებებს და ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობას. სულ 2016 წლის განმავლობაში განყოფილებას დაეწერა 201 განცხადება და კორესპონდენცია, აღნიშნული განცხადებები და კორესპონდენციები შეეხებოდა მუნიციპალური ქონების პრივატიზებას, იჯარას, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას და სხვა. 

 

 

5. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობები.

          ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა სამი სტიქია 2016 წლის 17 სექტემბერს, 21 სექტემბერს და  1 ივლისს, რის შედეგადაც დაზარალდა რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტუტულ ობიექტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნა სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიის მიერ შესწავლილი იქნა სტიქიის შედეგეგები და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 382 ოჯახს.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს მომსახურება გაეწიათ:

  1. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას - 135.000 ლარი,

ჯამში დაკმაყოფილდა: 750 ოჯახი, თანხით - 238.480.35 ლარი;

  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვთა ფულადი დახმარება - 20.000 ლარი,

ჯამში დაკმაყოფილდა: 105 ოჯახი, თანხით - 8.580 ლარი;

  1. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 80.000 ლარი,

ჯამში დაკმაყოფილდა: 515 ოჯახი, თანხით - 113.200 ლარი;

  1. იძულებით გადაადგილებულ  პირთა (დევნილთა დახმარება) – 10.000 ლარი,

იძულებით გადაადგილებულ პირთა 64 ოჯახს თბობის სეზონისათვის (100 ლარი), აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 63 ოჯახს (45 ლარი), ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის 7 ოჯახს (100 ლარი),

ჯამში დაიხარჯა - 9.935 ლარი;

  1. სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 10.000 ლარი,

ჯამში დაიხარჯა - 7.550 ლარი;

  1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  გამოყოფილია ფულადი დახმარება  (სარიტუალო ხარჯი - 250 ლარი)  - 3.000 ლარი,

ჯამში დაიხარჯა - 1.500 ლარი;

  1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში - 20.000 ლარი. დაკმაყოფილდა 200 სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.

      ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება:

  • უფასო კვების ობიექტი 70 ბენეფიციარზე (ქ.ლაგოდეხი) და 40  ბენეფიციარზე (აფენი) განისაზრვრა - 60.000 ლარი.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა განისაზღვრა - 99.950 ლარით.
  • უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის - 47.788 ლარი.

 

 

6. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრსატსრუქტურული პროექტები

 

        საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები (დანართი 1),

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
     

 

ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის   2016 წლის   რეგ. პროექტები

 

 

 

 

 

 

 

 

N

სამუშაოს დასახელება

სამუშაოს ღირებულება

საკასო შესრულება

ადგილორივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა 5%

 

1

ქ. ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩის ასფალტის საფარით მოწყობის
სამუშაოები                                                                             

696000

695999.53

34780

 

2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭიაურში
სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები                                                               

89795

84972.47

4249

 

     

 

3

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში, კავკასიონის ქუჩაზე ღვარცოფის შესაჩერებელი გაბიონების
მოწყობის სამუშაოები                                                 

107107

101985.9

5099

 

4

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებურიანი-ბალღოჯიანის შიდა სასოფლო გზის აფალტის საფარით მოწყობის
სამუშაოები                                                                           

845750

821116.51

41056

 

5

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალის შიდა სასოფლო გზის ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები                                                                        

438784

426003.87

21300

 

 6

საავტომობილო გზების მშენებლობა

36514

36514

 

 

7

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (II ცხაკაია) შიდა
სასოფლო გზის აფალტის საფარით მოწყობის
სამუშაოები                                                                      

570000

553398.03

27670

 

8

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ნინიგორსა და სოფ. განათლებაში სასმელი წყლის ქსელის სარებილიტაციო სამუშაოები                                                                   

160000

160000

8000

 

9

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობისა და მაგისტრალზე არტეზიული ჭაბურღილების დაერთების სამუშაოები                                                            

160362

160362

8018

 

10

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მაწიმში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობისა და არსებული ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები                                                      

62750

62466.63

3123

 

11

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბანში მდებარე მდ. ბაისუბნის წყალზე ხევის კალაპოტისა და ნაპირების გამაგრების სამუშაოები                                                                         

59998

52425.43

 

 

12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მდ. ნინოს ხევის (სოფ. ცოდნისკარი) კალაპოტისა და ნაპირების გამაგრების სამუშაოები                              

85000

0

 

 

13

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მდ. ჭვარტლის ხევზე (სოფ. შეერთება, სოფ. ცოდნისკარი) ნაპირდამცავი გაბიონებისა და კალაპოტის მოწესრიგების სამუშაოები                                           

159448

0

 

 

14

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ცოდნისკარში მდებარე მდ. ჭვარტლის ხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები                                                                          

70195

63175.5

 

 

15

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში მდებარე მდ. ბაისუბნის წყალზე ხევის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები                                                                                   

89499

57931.7

 

 

16

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიზაბავრაში სასმელი წყლის მილსადენის მოწყობის სამუშაოები                                                          

108893

107926.43

5396

 

 17

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

9899

9899

 

 

 18

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

1773.63

1773.63

 

 

 

ჯამი

 

3395950.63

158691

 

           

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტები (დანართი2),

 

 

N

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

გამოყოფილი თანხა

პროექტის დასახელება

შესრულება

1

ლაგოდეხი

ლაგოდეხი

16000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

2

მაწიმი

მაწიმი

14,664

შიდა გზის რეაბილიტაცია

14392.51

3

მაწიმი

რაჭისუბანი

3,422

სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოები

3422

 4

მაწიმი

რაჭისუბანი

 

ავეჯი

1970

5

მაწიმი

მაწიმი

13,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

6

შრომა

შრომა

7,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

7

შრომა

შრომა

33,200

სოფლის სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მილხიდის მოწყობით

32200

8

შრომა

კავშირი

13,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

6

შრომა

კავშირი

14,631

საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია

14381

10

ნინიგორი

ხიზაბავრა

6,106

სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა

5966.3

11

ნინიგორი

ზემო გურგენიანი

6,613

გარე განათების მოწყობა

6512.92

12

ნინიგორი

ზემო გურგენიანი

5,000

საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა

5000

13

ნინიგორი

ქვემო გურგენიანი

8,260

გარე განათების მოწყობა

8159.99

14

ნინიგორი

ქვემო გურგენიანი

5,333

შიდა გზის რეაბილიტაცია

5232.79

15

ნინიგორი

ნინიგორი

13,036

სასაფლაოს შემოღობვა

12986

16

ნინიგორი

ნინიგორი

3,449

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების შეძენა

3448.9

17

ნინიგორი

განათლება

3,344

გარე განათების მოწყობა

3283.5

18

ნინიგორი

განათლება

3,976

შიდა გზის რეაბილიტაცია

3885.6

19

ნინიგორი

ხიზა

4,903

შიდა გზის რეაბილიტაცია

4812.79

20

ნინიგორი

გელათი

8,608

სარიტუალო ფარდულის დასრულება

8458

21

ცოდნისკარი

ცოდნისკარი

18,330

გარე განათების მოწყობა

18030.46

22

ცოდნისკარი

ცოდნისკარი

7,579

შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონით

7439.2

23

ცოდნისკარი

თელა

27,729

სარწყავი და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია

24136.6

24

ცოდნისკარი

დავითიანი

9,649

გარე განათების მოწყობა

9448.98

25

ცოდნისკარი

ჩადუნიანი

13,838

გარე განათების მოწყობა

13677.74

26

ცოდნისკარი

ჩადუნიანი

10,310

სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

10064.83

27

ცოდნისკარი

შეერთება

12,932

სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია

12582

28

ცოდნისკარი

წიფლისწყარო

6,055

სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

5940.01

29

ვარდისუბანი

ვარდისუბანი

32,599

საბავშო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია

30148.56

30

ვარდისუბანი

სვიდება

7,539

სტადიონის ტერიტორიაზე ფარდულის მოწყობა

7388.83

31

ვარდისუბანი

სვიდება

1,180

სპორტული ინვენტარის შეძენა

1180

32

ვარდისუბანი

მშვიდობიანი

15,300

გარე განათების მოწყობა

15100.21

33

ვარდისუბანი

საქობო

16,608

საბავშო ბაღის რეაბილიტაცია

16358

34

ჭიაური

ჭიაური წითელგორი

33,910

სარიტუალო დარბაზის მშენებლობა

33410.12

35

ჭიაური

თამარიანი

18,332

გარე განათების მოწყობა

18032.4

36

ჭიაური

ჰერეთისკარი

12,853

სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბიოლიტაცია

12632.79

37

კართუბანი

კართუბანი-ნაწისქვილარი

53,051

მინი სტადიოის მოწყობა

52151

38

კართუბანი

ბოლოკიანი

14,630

სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მილხიდის მოწყობით

14360.1

39

კართუბანი

ნაინდროვალი

5,005

სასაფლაოს შემოღობვა

4875.4

40

ბაისუბანი

ბაისუბანი

21,295

სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მილხიდების მოწყობით

20910.4

41

ბაისუბანი

პატარაგორი

11,896

შიდა გზების რეაბილიტაცია

11676

42

ბაისუბანი

ქვემო მსხალგორი

8,100

სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია

7100

43

ბაისუბანი

ქვემო მსხალგორი

7,933

სასამელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

7629.12

44

ბაისუბანი

ზემო მსხალგორი

15,546

ახალ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა

15496

45

კაბალი

კაბალი

47,260

გარე განათების მოწყობა

46759.75

46

კაბალი

კაბალი

14,329

შიდა გზის რეაბილიტაცია მილხიდების მოწყობით

14028.79

47

კაბალი

ყარაჯალა

29,461

გარე განათების მოწყობა

29061.12

48

კაბალი

ყარაჯალა

12,034

შიდა გზის რეაბილიტაცია

11824

49

კაბალი

განჯალა

35,812

შიდა გზის რეაბილიტაცია ნაწილობრივ ასფალტო-ბეტონით

35162.38

50

კაბალი

უზუნთალა

32,797

შიდა გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონით

32216.79

51

ფონა

ზემო ფონა ქვემო ფონა

13,617

სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა

13217

52

ფონა

ზემო ხეჩილი

5,344

გარე განათების მოწყობა

5264.04

53

ფონა

ქვემო ხეჩილი

9,734

სარწყავი არხის სათავის რეაბილიტაცია 2245+9229=11474

 

54

ფონა

დონა

5,393

ფეხბურთის სტადიონის მოწყობა

5263.44

55

გიორგეთი

გიორგეთი

15,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

56

გიორგეთი

გიორგეთი

17,488

სავარგულების შემოღობვა

 

 57

გიორგეთი

ლაფნიანი

4,847

შიდა გზის რეაბილიტაცია

4756.79

58

გიორგეთი

ფიჩხიბოგირი

4,704

შიდა გზის რეაბილიტაცია

4613.59

59

გიორგეთი

ვერხვისმინდორი

4,487

სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა

4237

60

გიორგეთი

გუჯარეთი

3,785

შიდა გზის რეაბილიტაცია

3695.2

61

აფენი

აფენი

22,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

62

აფენი

აფენი

31,741

შიდა გზის რეაბილიტაცია სანიღვრე არხის გაწმენდით

31231.2

63

აფენი

გვიმრიანი

12,989

სანიაღვრე არხის მოწყობა

12983

64

აფენი

ფოდაანი

14,599

შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონით, სანიაღვრე არხის წმენდით

14348.8

65

აფენი

ზემო ნაშოვარი

3,384

გარე განათების მოწყობა

3323.99

66

აფენი

ზემო ნაშოვარი

5,054

შიდა გზის რეაბილიტაცია

4964

67

აფენი

ქვემო ნაშოვარი

12,162

შიდა გზის რეაბილიტაცია

11936.8

68

აფენი

ჭაბუკიანი

24,000

გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით

 

69

აფენი

ჭაბუკიანი

18,101

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

17801

70

აფენი

ბაღდათი

7,929

შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონით

7788.82

71

აფენი

ონანაური

12,514

სპორტული მოედნის მოწყობა

12263.6

72

აფენი

ონანაური

2,412

სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბიოლიტაცია

2362.39

73

არაშფერანი

ქევხიანი

4,668

შიდა გზის რეაბილიტაცია

4577.6

74

არაშფერანი

არეშფერანი

8,485

გარე განათების მოწყობა

8344.9

75

არაშფერანი

ხოშატიანი

4,979

სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია

4829

76

არაშფერანი

ზემო ბოლქვი

814

შიდა გზის რეაბილიტაცია

786.41

77

არაშფერანი

ზემო ბოლქვი

7,711

სკვერის მოწყობა

7561.11

78

არაშფერანი

ქვემო ბოლქვი

6,564

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა

6364

79

ლელიანი

ლელიანი

9,636

გზის რეაბილიტაცია

8363.53

80

ლელიანი

ლელიანი

7,335

ლელიანის N1 ბაღის სამზარეულოს რეაბილიტაცია

7185

81

ლელიანი

ბებურიანი

15,226

სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია

15126

82

ლელიანი

მირსკისეული

15,611

სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია

15161

83

ლელიანი

აბაშისწილი

12,601

საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა

12601

84

ლელიანი

ბალთა

4,668

შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონის საფარით

4578.39

85

ლელიანი

ქალქვა

6,151

შიდა გზის რეაბილიტაცია

6051.22

86

ლელიანი

ნამესრალი

4,179

სოფელთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

4088.84

  

ჯამი

1.097.350

 

938602.54

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 3).

 

 

N

სამუშაოს დასახელება

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება

შესრულება

1

ცოდნისკარი-თელა-პატარაგორი-კაბალის გზის რეაბილიტაციის თანადაფინანსება

323016.15

323016.15

2

ქ.ლაგოდეხის #1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება

39771.31

39771.31

3

სოფ.თამარიანის, მშვიდობიანის და კართუბნის საბ. ბაღების რებილიტაცია რეკონსტრუქციისთვის,საპრ.სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

8850

8850

4

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

986.41

986.41

5

სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

900

900

6

ქ.ლაგოდეხის ქუჩების რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

1200

1200

7

ლაგოდეხის მუნიც. სოფ. შრომის და აფენის საბავშვო ბაღის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

800

800

8

სოფ.ჭიაურის,ჩადუნიანის,თელის,გიორგეთის,აფენის,ჭაბუკიანის და მაწიმის საბავშ. ბაღების გაზიფიც. სამუშ. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

300

300

9

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

2650

2650

10

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1951

1951

11

ლაგოდეხის კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

88500

88500

12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                                                    

5000

5000

13

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                                               

400

400

14

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                                  

400

400

15

ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის
სარეაბილიტაციო სამუშაოები                                          

24994

21193.80

16

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თელაში სასმელი წყლის
მილსადენის მოწყობის სამუშაოები                                 

49761

49761.00

17

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა

2769.66

2769.66

18

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.შრომის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები                                                                        

8024

8024

19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფ.შრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

845.27

845.27

20

        ქ. ლაგოდეხის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები                                                                          

89950

89950

21

საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება

10379

10379.00

22

საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა

2765.73

2765.73

23

ჭაბურღილის მშენებლობა

14985.38

14985.38

24

სოფ.ჩადუნიანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა

17248.2

17248.20

25

საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა

1418.19

1418.19

26

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩადუნიანში სასმელი წყლის
მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები                       

17766

17248.20

27

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფ. ჩადუნიანის  საბავშვო ბაღის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაო დანართი N1-ის შესაბამისად                                                                   

400

400

28

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების გაზიფიცირების სამუშაოები                                                           

2031.98

2031.98

29

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების გაზიფიცირების სამუშაოები                                                           

8966.02

8860.52

30

ქ.ლაგოდეხში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები                                       

11906

11906

31

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის საბავშვო ბაღის გარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები                                                                                      

26898

26898

32

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებურიანში სასმელი წყლის
მილსადენის მოწყობის სამუშაოები                                 

48000

47992.89

33

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. არეშფერანში სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები                       

32701

32699.05

34

ქ.ლაგოდეხში სახელოვნებო სკოლის რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

470

470

35

ქ. ლაგოდეხში მდებარე სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები                                                               

7663

7663

36

ქ.ლაგოდეხში სახელოვნებო სკოლის შენობის რეაბილიტაცია

12620.91

12620.91

37

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული საარქივო ოთახის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები                                                            

2092

2092

38

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული საარქივო ოთახისა და ქ. ლაგოდეხის N1 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები                                                         

4590

4590

39

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                                                   

400

400

40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                                                  

800

800

41

ქ. ლაგოდეხში მარტივი ტიპის სამრეცხაოს მოწყობის სამუშაოები                                                                             

7996

7996

42

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემონაშოვარში წყალგამტარი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები                      

3872

3872

43

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობის სახურავებისსარეაბილიტაციო სამუშაოები დანართი N1-ის შესაბამისად                                                 

 

74827.14

44

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფ.კავშირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

1900.9

1900.9

45

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გურგენიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

3290.91

3290.91

46

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება                       

2950

 

 

ჯამი

895180.02

962624.6

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის მიერ ინიცირებული საკითხები

      მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მათში განსახორციელებელი ცვლილებები, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.

     ასევე ინიციირებული იქნა პროექტები გამგებლისათვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

     ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა 34 ნორმატიული აქტი (დადგენილება),37 ინდივიდუალულ სამართლებრივი აქტი (განკარგულება).

 

8. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები -  სულ 1517 (ბრძანება).

 

 

9. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების  რაოდენობა:  234 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, 1 მემორანდუმი.

 

10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.

      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარდა 83 შეხვედრა. შეხვედრებს დაესწრო 2000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობის ანგარიშვალდებულების მიზნით შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, რომელსაც  დაესწრო  3000-მდე ადამიანი.

       მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2016 წელს 200-მდე მოქალაქე მიიღო.

 

11. მოქალაქეთა პრობლემებზე გამგებლის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად

გადაწყვეტილი საკითხები).

 

       2016 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამხარეო ადმინისტრაციიდან შემოსულია  238  წერილი, აქედან  შესრულებულია  233 წერილი, რაიონული ორგანიზაციებიდან შემოვიდა  3385  წერილი, შესრულებულია  3365 წერილი,  შესრულების პროცესშია 20 წერილი,  სხვადასხვა  სამინისტროდან შემოვიდა   738 წერილი,  აქედან შესრულდა  691 წერილი;

  • შემოსულია მოქალაქეთა განცხადება 4242, აქედან პასუხი გაცემული აქვს 4205 განცხადებას,  განხილვის პროცესშია  37 განცხადება;         
  • ადმინისტრაციულ სამსახურს გადაეცა  464  წერილი, პასუხი გაცემული აქვს 450 წერილს, შესწავლის პროცესშია 14  წერილი;
  • საფინანსო სამსახურს გადაეცა 763 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 637 წერილს, შესწავლის პროცესშია 15  წერილი;
  • ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა  და მშენებლობის სამსახურს გადაეცა 1206 წერილი,  პასუხი გაცემული აქვს 1178 წერილს, შესწავლის პროცესშია 28 წერილი;
  • ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა  791 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 770  წერილს, შესწავლის პროცესშია 21 წერილი;
  • იურიდიულ სამსახურს დაეწერა 1061 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 1061 წერილს.  მომზადდა  1517  /სამართლებრივი აქტი /  ბრძანება.
  • ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას დაეწერა 2595 წერილი, დაკმაყოფილდა 1600 მოქალაქის განცხადება უარი ეთქვა 995.

 

I2. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

 

       საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ები:  ,, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი“,,, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“, ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“, ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“, ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ და ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“ მუშაობას წარმართავდა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.

      სამსახურში 12 თვის მანძილზე შემოსულია 202 კორესპონდენცია, ყოველ მათგანს გაეცა კვალიფიციური პასუხები.

       ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი“ 2016 წელს მუშაობას ახორციელებდა შემდეგი მიმართულებით: სპორტ-სკოლა, ახალგაზრდული მიმართულება, სპორტული მიმართულება, სათემო ახალგაზრდული ცენტრები.

      ახალგაზრდულმა და სპორტულმა განყოფილებამ, სპორტ-სკოლამ ჯამში 2016 წლის მანძილზე სულ განახორციელა  123 ღონისძიება. საანგარიშო წლის განმავლობაში 692 სპორტსმენი იყო დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, კარატე, ველოსპორტი, ჭადრაკი. შვიდმა   ახალგაზრდულმა სათემო ცენტრმა: ვარდისუბანი, კართუბანი, ჰერეთისკარი, ლელიანი, გიორგეთი, კაბალი, ჭიაური 2016 წელს ჩაატარა 87 ღონისძიება.

          ა(ა)იპ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული განყოფილება წლის განმავლობაში ჩაატარა სხვადასხვა სახელობის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში; წლის განმავლობაში ჩატარებულია  ვ. შიხაშვილის სახ. ტურნირი მკლავჭიდში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, ,,თევდორობა“, ,,ნოვრუზ-ბაირამობა“, ჟ. ნავაძის სახ. ტურნირი ძიუდოში, ჯ. მაისურაძის სახ. ტურნირი, გ. დუღაშვილის სახ. ტურნირი მინი ფეხბურთში, მურმან მუმლაძის სახ. ტურნირი.           ვალერი  დევაძის  და  ანრი  ფერაძის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი  ტურნირი  ფეხბურთში (აფენში),  ამირან ხოზრევანიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთსა და ფრენბურთში, ასევე მოეწყო ველორბოლაც.

       აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ახალგაზრდული მიმართულებით ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში“. 12 თვის პერიოდში არის განხორციელებული შემდეგი აქტივობები: ,, დასუფთავების აქცია“ ,,სოციალური მაცივარი“, ,,მის-ლაგოდეხი 2016“ ,,დღის ცენტრის“ შექმნა სოციალურად დაუცველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის.  პოეზიის საღამო - რეგიონის განვითაერბის ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ერთი ნაბიჯი ერთობისაკენ“ ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით.       

          ა(ა)იპ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ოთხი მიმართულებით ახორციელებს მუშაობას: კულტურა, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ტურიზმი. ქ. ლაგოდეხში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, წიგნადი ფონდი შეადგენს 31 837 წიგნს, ხოლო საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ოდენობაა 8 227 წიგნი. საანგარიშო პერიოდში ბიბლიოთეკები მოემსახურნენ   3257 მკითხველს, მათზე გაიცა   29313  წიგნი. 2016 წლის განმავლობაში მიღებულია 97 ახალი წიგნი, აქედან 80 წიგნი გახლავთ საჩუქარი, ხოლო 17 - შეძენილი.

           18-24 აპრილი - საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 18 დან 24 აპრილის ჩათვლით, ყველა ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა, დედა-ენის, საბავშვო წიგნის და წიგნის საერთაშორისო დღეს.         

          ბიბლიოთკაში  28  სახის  გამოფენაა  მოწყობილი,  რომელიც  ეძღვნება  ცნობილი  ქართველი  მოღვაწეების  საიუბილეო  თარიღებსა  და ახალ წიგნებს.

          მუნიციპალიტეტში  არსებული  დახურული  ბიბლიოთეკების  რაოდენობაა  8.  ეს  არის  სოფ.  მაწიმის,  ნინიგორის,  ცოდნისკარის,  ჭიაურის,  ფონის,ნაინდროვალის, ნაწისქვილარის,  ბაისუბნის  ბიბლიოთეკები.  მათი  საერთო   წიგნადი  ფონდი  შადგენს  65423  წიგნს.

         ა(ა)იპ ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ განახორციელა შემდეგი   ღონისძიებები: 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილი - მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 15 აპრილი -სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კორპორატიული საღამო, 21 მაისი - მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, პროექტით ,,ღამე მუზეუმში“. 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 30 ივნისი - სოფ. თამარიანში ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორის ლ. ქაჯაიას, ჭიაურის თემის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი დუღაშვილის ხსოვნის დღეს. 17 ოქტომბერი - კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სოფელ არეშფერანში.  

             საანგარიშო  პერიოდში  რესტავრაცია  ჩაუტარდა  კულტურის  ცენტრთან  არსებულ  მცირე  დარბაზის  სცენას.  ჩატარდა არაერთი  საქველმოქმედო  კონცერტი: ივლის-აგვისტოს  თვეებში  ყოველ  შაბათს   იმართებოდა  თოჯინების  თეატრის  სხვადასხვა  სპექტაკლები,  რაც  ნამდვილად  ულამაზებდა  ჩვენს  პატარებს  საზაფხულო  არდადეგებს.

       აქტიურად მუშაობს საბავშვო თეატრი, რომელმაც წარმოადგინა ორი პრემიერა: ,,ძალა ერთობაშია“ და სპექტაკლი ,,კონკია“. პატარა მსახიობები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 10 მაისს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ,,ბედნიერების ასაკი“, სადაც თბილისის, წალენჯიხის, თეთრიწყაროს მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების  ცენტრის“ მსახიობებიც.

          ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გრაალმა“ მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის ფესტივალზე  მესტიაში და პირველი  ადგილითა და ოქროს მედლით დაბრუნდა.  თოჯინების სახალხო თეატრმა ჭიათურაში დადგა სპექტაკლი ,,მეგობრობის ძალა“ და პირველი ადგილი დაიმსახურეს.

           მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ივნისის თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო ისტორიული ძეგლების მონიტორინგი. დაწყებულია მაჭის ციხის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. საანგარიშო  პერიოდში  ლაგოდეხის  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმმა  დანომრა  საინვენტარო  ნომრით  და  ელექტრონული  ვერსია  გაუკეთა  მუზეუმში  არსებულ  ყველა  ნივთს.  სამეფო  დარბაზში  ყოველ  ორ  თვეში,  ერთი   თვით  ეწყობა  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრები  მხატვრების  ნამუშევართა  გამოფენა.  მუზეუმის  საგამოფენო  დარბაზებში  განახლებულ  და  დამატებულ  იქნა   ექსპონატები.   დაიდო  ხელშკრულება  პოლონეთის  ჩიეხანოვის,  მაზოვის,  შლახტის  მუზეუმებსა  და  ჩვენ  მუზეუმს  შორის  ურთიერთთანამშრომლობის  მიზნით.

           22  აგვისტოს  სოფ.  ზემო  მსხალგორის  წმ.  გიორგის   ტაძრის  ნაგებობებს ჩაუტარდა  გამწმენდი  სამუშაოები.

            26  აგვისტოს   მხარეთმცოდნეობის  მუზეუმში  მოეწყო  მხატვარ  ეკატერინე  ოკიაშვილის  ფერწერისა  და  ტიხრული  მინანქრის  გამოფენა-გაყიდვა.

         29 ნოემბერს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლის დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მოხდა გათხრები სოფელ ბაისუბანში ერთ-ერი მოსახლის საკარმიდამოში, სადაც ჭის გათხრის დროს 1.30 მეტრის სიღრმეზე  აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის ქვევრი და დერგი. ასევე ჭურჭელი რომელიც წინასწარი დაკვირვებით ეკუთვნის ძვ.წ.აღ IV-I საუკუნეებს.     

       

        ტურიზმის განხრით დასრულებულია და დასაბეჭდათ გამზადებულია „გზამკვლევი“  სამ ენაზე. ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო გასვლითი აქციები ქ. ყვარელში, ქ. თელავში, ქ. სიღნაღში, ნეკრესსა და გრემში, სადაც მოხდა შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა ტურისტული საინფორმაციო ცენტრებისათვის და ქალაქში მყოფი ტურისტებისათვის. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით, გაიგზავნა რამოდენიმე სახეობის ტურისტულ-საინფორმაციო მასალა.

ცენტრი აწარმოებს ვიზიტორთა გამოკითხვას სპეციალურად მათთვის განკუთვნილი კითხვარების მეშვეობით და ინფორმაციის მოპოვებას  საოჯახო და კერძო სასტუმროების მეპატრონეებისაგან მათი შემდგომი განვითარების მიზნით. გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა. 2016 წლის 9 თვის მონაცემებით ლაგოდეხს ეწვია 41228 ვიზიტორი: აქედან 31520 - საქართველოს მოქალაქე, 9708 - უცხოელი. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 2016 წელს 15%-ით გაიზარდა, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით, ხოლო ქართველი ვიზიტორების 10%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია ვიზიტორთა მატებისკენაა. გაიზარდა  საოჯახო სასტუმროების რიცხვიც. დამზადდა საინფორმაციო სტენდები საოჯახო სასტუმროებზე და მუზეუმზე გადასაცემად.

        კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა ღია ცის ქვეშ ჩაატარა სხვადასხვა სახის საახალწლო  ღონისძიებები,  ღონისძიებაზე მოსულ პატარებს გადაეცათ საჩუქრები,ასევე გაიმართა დასკვნითი გალა კონცერტი, რომელიც გამოირჩეოდა სიახლეებით,წარმოდგენილი იყო „ფლეშ- მობი“.               

ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ“ საანგარიშო პერიოდში განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 18 აპრილს-ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,ექო-თოფუზი“, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. 1ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე, მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, შესრულდა საგუნდო სიმღერები. ,,სახელოვნებო სკოლის გაერთიანების“ აღსაზრდელები მონაწილეობდნენ 7 აპრილს ქ. თბილისის  N6 სამუსიკო სკოლაში ჩატარებულ ,,სახელოვნებო მომავლისათვის“ მე-9 რესპუბლიკური  ფესტივალის შესარჩევ ტურში. 14-15 მაისს ამ ფესტივალის გალა-კონცერტზე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება.

2015-2016 სასწავლო წელს გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა  ლაგოდეხის სამუსიკო სკოლის 14 მოსწავლემ, 2016-17 სასწავლო წელს სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას ჰყავს  256  მოსწავლე, აქედან 57 პირველკლასშია (სამხატვრო-სამუსიკო), 17  მაღალკლასებში.

          ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ 2016 წლის    იანვარში  ფუნქციონირებდა  69  სააღმზრდელო  ჯგუფი.

         2016  წლის  1-10  მარტის  ჩათვლით ჩატარდა  დედის  დღისადმი  მიძღვნილი  ზეიმები,  ამა წლის  17  მარტს  ჩატარდა  #1  ბაგა-ბაღში  ღონისძიება ,, ჩვენი  პატარა  მოდელი“. 2016  წლის  24  მარტს  სოფელ  ჩადუნიანის  საბავშვო  ბაღში  ჩატარდა   მუსიკალური  გართობა  ,,ბურატინოს  თავგადასავალი“,  რომელიც  მოამზადა  უფროსი  ჯგუფის  აღმზრდელმა  ანი  ჯამასპიშვილმა.  2016  წლის   29  მარტს  ყველა  ბაღს  დაურიგდა  საკანცელარიო  და  სამედიცინო  მასალა.  26-30  მარტს წყალგაყვანილობის სიტემას ჩაუტარდა რეაბილიტაცია ლელიანის N1 ბაგა-ბაღში, რომლის  თანხები  გამოყო  გაერთიანებამ. 

          2016  წლის  11-22  აპრილს   განხორციელდა  პროგრამის  გარეშე  ღონისძიებები -აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაული, რომელიც   ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  თითქმის ყველა  საბავშვო  ბაღში ჩატარდა და პროგრამის გარეშე ღონისძიებები:  ესენია: ,,ბერიკაობა“ ,  ,,მხიარული-ბავშვობა“,  ,,ყვავილების  ზეიმი“,  ,,ფოლკლორის  საღამო“.  ჩატარდა  ღია  მეცადინეობები  და  ღია კარის  დღეები.

           ივლისის თვეში დაიწყო  ლაგოდეხის  #1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი სასწავლო წელს  სუფთა, გარემონტებულ შენობაში მივიდნენ აღსაზრდელები.ეს პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგას“ საქართველოში იაპონიის საელჩოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, მისი ღირებულება 220 000  ლარს შეადგენდა.             

           გარემონტებულ ბაღში სასწავლო წლის დაწყება იზეიმა სოფ.ლელიანის #2 საბავშვო ბაღმა,ხოლო აფენში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და აღიჭურვა შესაბამისი საბავშვო ინვენტარითა და სათამაშოებით, სადაც ორ ჯგუფზე  ცაირიცხა 52 აღსაზრდელი.

             2016 წლის სამუშაო პერიოდი ნაყოფიერი იყო ა(ა)იპ  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა წელსაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა 70-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში და მოიპოვეს გარკვეული დიპლომები, სიგელები და მადლობის ფურცლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა განახორციელა შემდეგი პროექტები და ღონისძიებები: ,,ყველაზე ჭკვიანი“, ,,ეტალონი“, ,,საბავშვო ტურიზმი“ და ,, კალმოსნები“, ,,მხიარული სტარტები“, ,,რა სად, როდის?“ , ,,ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა“ და სხვა.

         ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ აწარმოებს ვაქცინით მომარაგებას, მათ შენახვას და გაცემას რაიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებზე ( 14 საექიმო ამბულატორია , ,,არქიმედეს“ კლინიკა  და შ.პ.ს.  აფენის ,,განთიადი“).

       მიმდინარე წლის 12 თვეში გამოკვლეულ იქნა 432 ორსული შიდსზე. ,, B “და ,,C” ჰეპატიტზე და სიფილისზე, შედეგად გამოვლენილი იქნა ჰეპატიტი B-ს 13 შემთხვევა და C  1 შემთხვევა. საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია ტუბერკულიოზის 35 შემთხვევა. ეპიდ კვლევა ჩაუტარდა და გამოკვლეულ იქნა 52 კონტაქტი.დაფიქსირებულია ბრუცელიოზის 11 შემთხვევა. თერთმეტივე შემთხვევაში დაავადების მიზეზი არის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და რძის პროდუქტები.რეგისტრირებულია ჩუტყვავილას 38 შემთხვევა.12 თვეში დაკბენილია 914 პაციენტი.ჩატარებული მათ მიმართ ვაქცინაციის სრული 129  და არასრული 774 კურსი.დადასტურებულია ცოფის  შემთხვევა--2 ძროხა , 1 ძაღლი, 1 ღორი.

        მიმდინარე წლის 12 თვეში  მალარიაზე გამოკვლეულია  231 სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი. ჩატარდა  რაიონში არსებული წყალსატევების პასპორტიზაცია.წყალსატევების ფიზიკური ფართია 1329ჰა. ანოფელოგენური ფართი 660 ჰა. შესრულებულია საბონიფიკაციო  სამუშაოები.

      ენტერობიოზზე გამოკვლეულია 1506 ბავშვი, სკოლამდელ ბავშვთა დაწესებულებებში და სასკოლო ასაკის პიველი, მეორე, მესამე კლასებში. დაინვაზირებულია 170 ბავშვი.

       გამოკვლევები აქტიურად ტარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო სკოლაში.  2016 წლის 12  თვეში სანიტარული ზედამხედველობის კუთხით მონიტორინგი ჩატარდა 29 სკოლამდელი აღზრდის და 28 სასკოლო დაწესებულებაში.

       მონიტორინგით გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საბავშვო ბაღების  სანტექნიკური მდგომარეობა. ბაღების დალაგება-დასუფთავების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. გამონაკლისს წარმოადგენს  სოფ. კაბლის საბავშვო ბაღი, რომელსაც დღემდე არ აქვს გამდინარე ცივი წყალიც კი. ამორტიზირებულია ყველა ოთახი და სათავსო, დაზიანებულია იატაკები და დარღვეულია კედლებისა და  ჭერის ბათქაშის  მთლიანობა.

        საბავშვო დაწესებულებათა სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით საკითხი ეცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2016 წლის   27 დეკემბერს. ასევე ეცნობა აღნიშნული ინფორმაცია  რესურცენტრის დირეტორსა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას.

        დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის დავალებით გასული წლის ბოლო   ექვსი თვის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა მუნიციპალიტეტში არსებულ  23 სილამაზის სალონზე.მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არსებული 23 სალონიდან  არცერთი, რაც   B  და   C  ჰეპატიტის გავცელების საფრთხეს ქმნის.

 

 

გააზიარე