ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფრასტრუქტურის განყოფილება

II რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/განყოფილების უფროსი ალექსანდრე შავლაყაძე - 555186598


 

ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გამწვანებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის საკითხებზე;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაზე, პარკირების ადგილებით უზრუნველყოფაზე, დგომის გაჩერების წესების შემუშავებაზე და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის დებულება

გააზიარე