საკრებულოს მორიგი სხდომა

5 ოქტომბერი, 2022

                           

პარასკევს, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა.

დღის წესრიგი:

 

  1. „ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  2022  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს:  გ. მანგოშვილი, ნ. კუპრაშვილი/

 

       2.     „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2021 წლის 21  დეკემბრის N24  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                                                                    /მომხს:  ნ.ბატიაშვილი, ნ. კუპრაშვილი/

 

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ   გადაცემის შესახებ.

/მომხს:  ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/

 

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებმიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,    სოფ. ჭიაურში  მდებარე - 158323 კვ.მ, სასოფლო - სამეურნეო /საკ. კოდი: 54.06.58.346/ დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს, სოფელ ჭიაურისა და წითელი გორის მოსახლეობას, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით. (სიჯარო ხელშეკრულება გაფორმდეს სოფლის წარმომადგენლებზე.

 /მომხს:  ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/

 

  1.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული       ქონება - გარე განათების გირლიანდი - 1500 მეტრი, გირლიანდის ნათურა -2000 ცალი, ბაღის სანათი  (ნათურა) - 50 ცალი, კაბელი სიპ. - 1000 მეტრი, გოფრი - 500 მეტრი, კაბელი - 500 მეტრი, სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით,  თხოვების ფორმით, არსებობის ვადით,  გადასცეს ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“.

 

/მომხს:  ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი

 

 

  1.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის N14-ი განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

/მომხს:  ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/

 

  1. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 სექტემბრის  №გ-93.93212465  განკარგულების დანართში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

/მომხს:  ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/

  1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

                                      /მომხს:  ი. ხაჩიძე/

 

 

  1. სხვადასხვა.
გააზიარე