სისტემური რეგისტრაცია კართუბნის ადმინისტრაციულ ერტეულში

7 ოქტომბერი, 2022

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

29 ოქტომბრამდე კართუბნის თემის, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge - ვებგვერდზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.lagodekhi.gov.ge), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კართუბნის ადმინისტრაციულ შენობაში და ლაგოდეხის იუსტიციის სახლში.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 29 ოქტომბრამდე, 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.

გააზიარე