ლაგოდეხის გამგებელმა 8 მარტი 104 წლის ქალბატონს მიულოცა

8 მარტი, 2017

ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე- 8 მარტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ სოფელ მაწიმში მცხოვრებ 104 წლის ყვალეზე უხუცეს ქალბატონს ელო მაისურაძეს მიულოცა. ხანდაზმულ ქალბატონს სომბოლურ საჩუქრებთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი გადაეცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალთა საერთაშორისო დღე ასევე, სამამულო ომის და სამხედრო ძალების ვეტერან 9 ქალბატონებს მიულოცა და თვითვეულ მათგანს 100 ლარი გადასცა .


გააზიარე