ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ახალი საგამოფენო სივრცე შეემატა

26 ივლისი, 2017

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებულ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს ერთ თვეში უმასპინძლებს. მუზეუმს ორი საგამოფენო დარბაზი შეემატა,  რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა.  გამგებლის თქმით,  ლაგოდეხის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმს  გააჩნია უნიკალური  ფონდი, თუმცა ექსპონატთა ნაწილის  ნახვა დამთავალიერებელს  წლების განმავლობაში არ შეეძლო, მომავალი თვიდან კი აღნიშნული ექსპონატები მხარეთმცოდნეობის მუზეუმის  ხუთ საგამოფენო დარბაზში  დამთვალიერებლისთვის  განთავსდება.

ფოტო ალბომი


გააზიარე