ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ჭადრაკის განვითარებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

1 აგვისტო, 2017

ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარების  მიზნით  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ქ. ლაგოდეხში ყოფილი №2 საჯარო სკოლის შენებაში ინფრასტრუქტურა ეწყობა.  საჭადრაკო კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა. მისივე თქმით, შენობის მესამე სართულზე საჭადრაკო კლუბი განთავსდება,  რომელიც პროფესიონალ და დამწყებ ლაგოდეხელ მოჭადრაკეებს ასპარეზობისთვის  მოამზადებს.  

ფოტო ალბომი


გააზიარე