ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს ბიუროს სხდომა

18 ივნისი, 2019

 2019 წლის 19 ივნიის, 14 : 00 საათზე,   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება, 

საკრებულოს ბიუროს სხდომა 

 დღის წესრიგი:

 

1.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ(მიეცეს თანხმობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩაზე მდებარე შენობის /ს.კ. 54.01.51.044/ პირველი სართულის 205,7კვ.მ უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებულთა ორგანიზაცია მადლს“.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

                                                                                                                                                                                                                    /მომხს: ო. მირზოშვილი/

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.(მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სოფ. ფონაში მდებარე, 49298 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვარი,  ს/კ 54.11.52.009), სოფ.ფონის მოსახლეობისათვის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ათი წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაცემის თაობაზე. წლიურ საიჯარო ქირად განისაზღვროს 240(ორას ორმოცი) და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სოფ. ჭიაურში მდებარე,  64335 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვარი,  ს/კ 54.06.58.002), სოფ.ჭიაურის მოსახლეობისათვის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ათი წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაცემის თაობაზე. წლიურ საიჯარო ქირად განისაზღვროს 310 (სამას ათი) ლარი.)

                                                                                                                                                                   /მომხს: ო. მირზოშვილი/

 

3. სხვადასხვა.

 

 

გააზიარე