ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები

მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

  1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

  2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

მერიის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.

მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ

მერის პირველი მოადგილე -  ზურაბი ჯაფარიძე

 

მერიის დებულება

გააზიარე