ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

23 თებერვალი, 2022

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 560 000 მილიონი ლარი განისაზღვრა.

2022 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 930 000 ლარი გამოიყო.

სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 22 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 67 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება. სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების მოწყობა, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწესრიგება, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა, ამბულაროტიის შენონები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი, სკვერები, სარეკრეაციო სივრცეები, სველი წერტილების მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია და მინი ჰესების აღდგენა/რეაბილიტაცია - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სოფელში განხორციელდეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება და მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022

გააზიარე