ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“

 

დირექტორის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი:  ბესიკი ხელაძე

მობ: 558 61 12 01

ელ-ფოსტა: besikixeladze73@gmail.com

მის: ქ. ლაგოდეხი / ჯანელიძის ქ. N1

ტელ: (+995) 354 22 26 73

 

ა(ა)იპ წესდება

 

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ჩამოყალიბდა 2007 წლის 7 ნოემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N107 განკარგულებით. შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართელოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის მმართელობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების და წესდების საფუძველზე.

სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილება, რაც მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს იმუნოპროფილაქტიკური მართვის მეორე დონეს, სადაც ხდება იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ასაცრელი კონტიგენტის დაზუსტება ვაქცინათა ცალკეულ სახეობათა მიხედვით, როგორც გეგმიურის, ასევე, მასიურის - სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი 12 ინფექციის იმუნოპროფილაქტიკა 11 სახეობის ვაქცინის საშუალებით. წარმოებს ასაცრელი მასალისა და ,,ცივი ჯაჭვის’’ ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ს/ამბულატორიებისა და სტაციონარული დაწესებულებებისათვის და მათი შეუფერხებელი მომარაგება ყველა საჭირო ვაქცინით და ,,ცივი ჯაჭვის ‘’ ინვენტარით - უფასოდ.

წარმოებს აქტიური ზედამხედველობა ჯანდაცვის დაწესებულებებზე იმუნიზაციის მოცვაზე, ,,ცივი ჯაჭვის‘’ სისტემის გამართულ მუშაობაზე და სპეციფიური შრატების ხარჯვაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა აწარმოებს მონიტორინგს მუნიციპალიტეტში (საშიში და განსაკუთრებით საშიში) დაავადებების გავრცელებაზე, მათ მართვაზე და საჭირო ეპიდ. საწინააღმდეგო ღონისძიებების რეალიზებაზე. მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება ცოფით დაავადების არაკეთილსაიმედო ტერიტორიას, რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფით დაავადების შემთხვევები ცხოველებში, რის გამოც გაძლიერებულია ეპიდ.

ზედამხედველობა ცხოველთა დაკბენილ - დადორბლილ თითოეულ შემთხვევაზე და მიმდინარე ანტირაბიული ვაქცინაციის წარმოებაზე. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ორსული იკვლევა ,,C” და ,, B” ჰეპატიტზე, შიდსზე და სიფილისზე, დადებითი ტესტის შემთხვევაში ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ხდება სისხლის გადამოწმება სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზ-ვი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარმოებს დაავადებული დედების შვილების იმუნოპროფილაქტიკა. დაწყებულია მუნიციპალიტეტოს მოსახლეობის გამოკვლევა ,,C’’ ჰეპატიტზე, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. სამსახურის მიერ, მონიტორინგი მიმდინარეობს სანიტარული ზედამხედველობის კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებზე. საბავშვო ბაღებში შემოწმების ძირითადი მიზანია ბავშვთა განვითარების საყოფაცხოვრებო პირობებსა და კვებაზე კონტროლი. საკვები პროდუქტების შენახვის, დამუშავების და კერძების მომზადების სანიტარული წესების, აგრეთვე მომუშავეთა პირად ჰიგიენაზე კონტროლის დამყარება. სასკოლო დაწესებულებებში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სწავლის პირობებისადმი წაყენებული ჰიგიებური მოთხოვნების კონტროლზე, რაც გამოიხატება, ყოველი კლასის ასაკის შესაბამისი სიმაღლის სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფაზე (რათა არ განვითარდეს სკოლიოზი) კლასებში მწკრივების რაოდენობასა და მანძილზე დაფიდან პირველ მერხამდე (რათა ბავშვებს არ განუვითარდეთ ახლომხედველობა).

2017 წლიდან, სამსახური აწარმოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობას. ახდენს ამ ობიექტებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა სანიტარული ნორმების დაცვასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათი რეგისტრაციის კონტროლს.

2020 წლიდან მიმდინარეობს COVID19-ის, მოსახლეობის სადიაგნოსტიკო ტესტირება.

გააზიარე