ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი


 

ა(ა)იპ  ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი“

ა(ა)იპ ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ დაფუძნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს წესდებით განსაზღვრული სხვადასხვა სერვისული მომსახურება. 

სამსახურის მიზნები:

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებების განხორციელება, სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღებისა და  პარკების მოვლა - პატრონობა;
  • გარე განათების საშუალებების  აღდგენა, განახლება და მისი მოვლა-პატრონობა;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემავალ  სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა,   მოვლა-პატრონობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • მუნიციპალიტეტის ქუჩებში თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების ორგანიზება და შიდა საუბნო გზების მოვლა - პატრონობა;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა - პატრონობა;
  • ნარჩენების შეგროვება- გატანა,  დასუფთავება,  ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირება და განთავსება;
  • სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მიღება დამუშავება;
  • დაგეგმილი პრევენციული  ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა;
  • სტიქიური ან სხვა მოვლენების პრევენციის მიზნით ღვარცოფული მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
  • საახალწლო ილუმინაციების, აქსესუარებისა და ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება;
  • სხვა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება.

 

სამსახურის წესდება 


საკონტაქტო ინფორმაცია 

დირექტორი - ზურაბი კოჭლამაზაშვილი

ტელ: 577 07 47 08

მის: ქ. ლაგოდეხი,  კოსტავას ქ. N1 / ჩოლოყაშვილის ქ. N8

 

ექსპლუატაციის ინჟინერი: ჭაბუკა შარმიაშვილი

ტელ: 577 07 47 00

გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია: მექანიკოსი ჯონი მოსულიშვილი 

ტელ: 577 07 47 36

სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია: მაგისტრალის ოსტატი დავით შარიქაძე

ტელ: 577 07 47 11

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება: მთავარი სპეციალისტი გამწვანების დარგში  გია ბარბაქაძე

ტელ: 577 95 12 69

დასუფთავება და ნარჩენების გატანა: ტექნიკური ჯგუფის უფროსი აკაკი მაისურაძე

ტელ: 577 07 47 46 

 

 

გააზიარე